ალექსანდრიის ეკლესიის პატრიარქ თეოდორე მეორსთან, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კავშირი გაწყვიტა.
გადაწყვეტილება მოსკოვში, რუსეთის საპატრიარქოს სინოდის კრებაზე მიიღეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თეოდორე მეორეს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს, ხოლო აფრიკაში რუსეთის ეკლესიის მრევლი რუსეთის პატრიარქს დაექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ალექსანდრიის მართლმადიდებლი ეკლესიის მეთაურმა უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია აღიარა და ღვთისმსახურების დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად ეპიფანე მოიხსენია.