aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლენინის პორტრეტი გადასცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს ლენინის პორტრეტი გადასცა.

დოლიძის თქმით, საბჭომ შეარჩია მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც ლიდერად ლენინს მიიჩნევს. საუბარია თეა ძიმისტარაშვილზე.

„სიმბოლო ამ პროცესისა, იმ ადამიანის, რომელმაც მიიღო 10 ხმა. როდესაც 14 აგვისტოს ვკითხე, მისი გაგებით, ვინ არის ლიდერი, მას არ გაახსენდა არც კოსტავა, არც გამსახურდია, არც თამარ მეფე, არც აღმაშენებელი. მას გაახსენდა ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. მე დღეს ჩავთვალე, რომ სწორედ ლენინის პორტრეტი არის ამ ადამიანების, ამ სისტემის ერთაზროვნების ძალიან კარგი სიმბოლო“, – აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძე ამბობს, რომ პორტრეტის ასლს გაუგზავნის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესაც, რომელიც მოსამართლეების არჩევის პროცესის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

იტვირთბა....