ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ თბილისში ნათესავების ნახვას ვერ შევძლებთ, უარს ვამბობთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობაზე” – მოსახლეობის პროტესტი ბიბილოვს

ანატოლი ბიბილოვმა ახალგორში, ადგილობრივებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღებას ითხოვს. ის აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევში, ახალგორის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადავა.

ე.წ. პრეზიდენტის მოსაზრებით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა და მათ კულტურის სახლში მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„არ მინდა, ამ ხალხის წინაშე მოღალატე ვიყო. სწორედ ამიტომ, ზომები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, აბსოლუტურად გაცნობიერებულია. მშვენივრად ვაცნობიერებ, რომ თქვენ ამას ვერ გაიგებთ, თუმცა ამ ზომაზე უარის თქმა, როგორც პრეზიდენტს, ნამდვილად არ შემეძლო. ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. თუ თქვენ ერთი მთლიანობა ხართ, მაშინ მოდით, ერთად ვეცადოთ მოვაგვაროთ პრობლემა, რომელიც გზების დაკეტვის პროვოცირებას იწვევს. ჩვენ ხომ ერთად ვართ. მოდით, ერთად მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, პოსტი აიღონ“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მოსახლემ თქვა, რომ მათი ნათესავები თბილისში ცხოვრობენ და თუ მათ სანახავად „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობაზე უარის თქმაა საჭირო, მაშინ მზად არიან, პოსპორტი ჩააბარონ. ამასთან დაკავშირებით კი, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა.

 

 

 

იტვირთბა....