ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამოქმედდა ცხელი ხაზი: მოსკოვიდან თბილისში მომავალი ავტობუსი ამოტრიალდა – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსეთში, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონში, მოსკოვი თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი ამოტრიალდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსით მგზავრობდა 19 პირი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი, მათგან 7 გადაყვანილია სტაციონარში და უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 პირი.

რუსული მხარის ცნობით, ავარიის მიზეზი გზის გაყინვა უნდა იყოს, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოყირავდა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც ირკვევა, მოქმედებს ცხელი ხაზი. რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექციის თანამშრომელები გაემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე და დაშავებულებს მოინახულებენ.

იტვირთბა....