“ვითხოვდით სამართლიან მიდგომას, ვითხოვდით თანასწორობას და პასუხად მივიღეთ ინკასო. მე მაქვს ერთადერთი კითხვა – რატომ არ ადევს ინკასო „იმედისა“ და „მაესტროს“ ანგარიშებს, რომელზეც პასუხს არავინ არ ამბობს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იმიტომ არ აყადაღებდა 55-მილიონიანი დავალიანებების მქონე ტელევიზიებს, რომ მათ მუშაობა არ შეფერხებოდათ. როგორც ჩანს, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ მუშაობის შეფერხება ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს“
ნინო ჯანგირაშვილი – ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი
შეგახსენებთ, „რუსთავი 2-ის“, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო.