aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) გოგი წულაია ბუჩქის მორთვის გამო, 1000-ლარიანი ჯარიმის გამოწერას აპროტესტებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ხის მოჭრა – 500 ლარი”, “ბუჩქის მორთვა – 1 000 ლარი” – ამ შინაარსით პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციამ აქცია-პერფორმანსი გამართა.

გოგი წულაია მისთვის ქუთაისის მერიის მიერ გამოწერილ 1 000-ლარიან ჯარიმას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ბუჩქებზე ფოტოების განთავსების გამო დაჯარიმება, ხელისუფლების უგუნურებაზე მიუთითებს.

“ქუთაისის მერია ფიქრობს, რომ 1 000 ლარით დამაჯარიმოს. ეს არის მისი ყველაზე უგუნური გადაწყვეტილება, როდესაც ბუჩქზე ფურცლის დაკიდება ჯარიმდება თურმე 1000 ლარით და ხის მოჭრა – 500 ლარით. ვაფრთხილებ მოსახლეობას – ფრთხილად, თუ არ მოსწონხართ და მიხვალთ ბუჩქთან, შეიძლება დაგაჯარიმონ 1 000 ლარით”, – აცხადებს წულაია.

აქცია-პერფორმანსს “გაბედეს” აქტივისტებიც შეუერთდნენ.

იტვირთბა....