საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, პოლიტიკოსი კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ მის ძმას, ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის გასაგრძელებლად საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაიყვანენ.
როგორც კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, კლინიკაში ტრანსპორტირებისთვის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა მიმდინარეობს.
“ცოტნე მართვით სუნთქვაზე რჩება, ნარკოზის მდგომარეობაში. ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ახლა დგას საკითხი მისი გადაყვანისა საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში სადაც გარკვეულ ხანში, როდესაც ამის დრო იქნება, მოხდება მისი გამოყვანა ნარკოზიდან, გაგრძელდება მკურნალობა და ამის შემდგომ გადავა რეაბილიტაციაზე. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებითვის”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, თბილისში, ვერაზე დაჭრეს. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.