ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასუქი რესპუბლიკის მოედანზე – დაპირისპირება მთავარი ნაძვის ხის გამო

“რესპუბლიკის მოედანზე”, სადაც საახალწლო ნაძვის ხე დაიდგა და საზეიმოდ აინთო, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პერფორმანსი მოაწყვეს. მათ ადგილზე სასუქი მიიტანეს და მიზეზად განაცხადეს, რომ ნაძვის ხე უნდა გაიზარდოს, რადგან მილიონი ლარის აღნიშნულ ნაძვის ხეს არაფერი ეტყობა.

ინიციატივას თბილისის მერიის თანამშრომელსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „შეცვალეს“ წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, სასუქი აუცილებელია ნაძვის ხის გასაზრდელად.

“სასუქს ვუტოვებთ კალაძეს. იმედია დაასხამენ ნაძვის ხეს და 31 დეკემბრამდე გაიზრდება. მილიონი ლარის ამ ნახევარ ხეს არაფერი არ ეტყობა“, – განაცხადა ბიძინაშვილმა.

ცნობისთვის, საახალწლო ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთო. ცერემონიას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ესწრებოდა.

იტვირთბა....