ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაღუპულია მანქანაში მჯდომი ყველა ადამიანი – მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ავარია მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაცოთ, ავტომობილი ხრამში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპულია მანქანაში მსხდომი ყველა ადამიანი.

ამ დროისთვის გარდაცვლილთა ცხედრები ხევიდან უკვე ამოყვანილია და მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მეტრონომს” განაცხადა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....