ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“გილოცავთ შობას” – ყვიროდა მამაკაცი, რომელმაც ბანკი გაძარცვა და ქუჩაში ფულს ხალხს ურიგებდა

აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბანკი გაძარცვა და ფულს გამვლელებს ურიგებდა. ამ ინფორმაციით აჭრელებულია დასავლური პრესა.

 ინციდენტი შობამდე ორი დღით ადრე მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ მძარცველს თეთრი წვერი ჰქონდა, ის ფულს ქუჩაში ისროდა და ყვიროდა – “გილოცავთ შობას”. ამის შემდეგ მამაკაცი თავისი ფეხით მივიდა პოლიციასთან და ჩაბარება თხოვა.

როგორც ირკვევა, ზოგიერთმა გამვლელმა ფული უკან ბანკში დააბრუნა. პოლიციის ცნობით, უცნაური მძარცველი 65 წლის დევიდ ოლივერ უეინია, რომელიც დაკავებულია და სასამართლოს წინაშე წარსდგება.

იტვირთბა....