ცნობილი ონკოლოგი მიხეილ ტერ ოვანესოვი სიგარეტის მწეველებს მიმართავს და სერიოზულ დასკვნას აქვენებს. ის მიმართავს მწეველებს, რაც შეიძლება სწრაფად დაანებონ თავი მოწევას, რადგან მეგაპოლისთან ახლოს მაცხოვრებლებში კიბოს გაჩენის რისკი 10-ჯერ მატულობს.
“თუკი ასეთი ადამიანი, რომელიც წლებია ეწევა და მეგაპოლისთან ახლოს ცხოვრობს, დაანებებს თავს მოწევას, რამდენიმე წელიწადში უკვე საგრძნობლად დაეცემა კიბოს გაჩენის რისკი” – აცხადებს ოვანესოვი.
მისი თქმით, 40 წლიდან 60 წლამდე ასაკში კიბოს შემთხვევების სტატისტიკა ძალიან მაღალია. თუმცა, ექსპერტი საუბრობს ამ ასაკში, გულ-სისხლძარღვთა დაავდებებზეც, რომლებიც საკმაოდ მრავალფეროვანი და სტატისტიკურად მზარდია.
ექსპერტი საუბრობს ელექტროსიგარეტებზეც. მისი თქმით, ჯერჯერობით მეცნიერებს მწირი ინფორმაცია ელექტროსიგარეტის მავნებლობაზე, თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ კიბოს გაჩენასთან მიმართებაში, ეს საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.