ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩინოსანთა “შავი სია” – ვის შეეხება შესაძლო სანქციები

ოპოზიციამ დღეს იმ მოსამართლეებისა და პროკურორების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ და კრიტიკულ ოპოზიციას დევნიან.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, “შავი სიის” პირველი ნომერი და “პოლიტიკური დევნის მთავარი დამკვეთი” ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილს სიაში მეორე ნომრად მოჰყვება პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, მესამე ადგილზეა – სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელი – ანზორ ჩუბინიძე. სიაში ასევე მოხვდნენ საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე და მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი.

“სია გადაეცემა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმისთვის, რომ ისინი გახდნენ ინდივიდუალური სანქციების სამიზნე. ეს სანქციები არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე არის ფინანსური სანქციებიც”, – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრების განცხადებით, ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიასთან ერთად, მსხვერპლთა სიის ფორმირებაც მოხდება.

ოპოზიციის განცხადებით, ორივე სიას  საზოგადოებას მომავალი წლის 8 იანვარს წარუდგენენ.

 

 

იტვირთბა....