ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში გაზის ტარიფი მცირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ თბილისში გაზის ტარიფი შემცირდება.

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 0.002 თეთრით, 46.137 თეთრამდე მცირდება. ტარიფი 2020-2022 წლებში იმოქმედებს.

მიმდინარე წელს ტარიფი 46.139 თეთრი იყო. როგორც კომისიაში აცხადებენ, ტარიფის შენარჩუნება გაზის შესყიდვის ფასის შემცირებით გახდა შესაძლებელი.

იტვირთბა....