ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ გვაქვს” – ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის.

„რა თქმა უნდა, როდესაც არის გრიპის ვირუსი და ეს ვირუსი არის სეზონური, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოხდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გარკვეული დაგვიანება. თუმცა ჩვენ არა გვაქვს პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები. სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის.

ვაქცინა ეს არ არის პანაცია და აქედან გამომდინარე მე არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე, შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში და ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს“, – განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....