მთავარი ციტატა

“პირმა, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს” – ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე

„მე ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის მკაცრი ან სასტიკი. პირმა, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს, მით უმეტეს, როცა ადამიანი ამას განზრახ აკეთებს, ეს დაუსჯელად არ უნდა დარჩეს. ერთადერთი, რაც სამწუხაროა, არის ის, რომ ამ სიტუაციის პოლიტიზაცია ხდება. საქართველოს ხელისუფლებამ უკანონოდ, ყველანაირი სამართლის ნორმების დარღვევით განათავსა პოსტი საზღვარზე, ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მაშინ, როცა ადამიანი გამიზნულად მიდის დანაშაულზე, ამ ფაქტისგან პოლიტიკას აკეთებენ“

ანატოლი ბიბილოვი – ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

აღნიშნული განცხადება ბიბილოვმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

იტვირთბა....