ახალი ამბები მთავარი სამართალი

მონაზონმა, თბილისიდან მესტიაში ნარკოტიკი ჩაიტანა – “მთავარი” არხი

მესტიაში პოლიციამ დააკავა ადგილობრივი მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის ყოფილი მძღოლი, გეგი ჯაფარიძე რომელსაც ერთი შეკვრა ნარკოტიკი თბილისიდან მონაზონმა ჩაუტანა. ამის შესახებ ინფორმაცის ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა პარასკევს მოხდა. გეგი ჯაფარიძე სამართალდამცველებმა საავადმყოფოს ეზოში დააკავეს, თუმცა  5000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც გავრცელებუ ინფორმაციაში ნათქვამი, გეგი ჯაფარიძე გირაოთი იმიტომ გამოუშვეს, რომ ჩხრეკის ოქმში ამოღებული ნარკოტიკის ოდენობა შეუმცირეს.

ამ თემზე კომენტარი გააკეთა მესტიის პოლიციის სამართველოს უფროსმა დიმიტრი ჭარიაშვილმადა ინფორმაცია უარყო.

“რამდნეიც იქნებოდა ნარკოტიკი, ის იქნებოდა ოქმში დაფიქსირებული. შეგიძლიათ პრესცენტრს მიმართოთ და ისინი მოგაწვდიან ზუსტ ინფორმაციას” – განაცხადა ჭაღიაშვილმა.

მესტიის აღდგომის ტაძრის წინამძღვარი ამბობს, რომ ამ საქმის დეტალები არ იცის, თუმცა, ამბობს, რომ მონაზონმა არ იცოდა რა იდო თბილისიდან გამოტანებულ პოლიეთილენის პარკში.

„თქვენ რომ ახლობელმა რაღაც გაგატანონ, იქ ხომ არ დაიწყებთ „ფოთიალს“?! ეს იყო და ეს“, – ამბობს ტაძრის წინამძღვარი.

ბრალდებულის ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ეს პროვოკაციაა და მათ შვილის შურდათ, თუმცა არ ასახელებენ არც მიზეზს და არც ადრესატს თუ ვინ გაუკეთე ეს ყოველივე გეგი ჯაფარიძეს.

„ჩათლახებმა რაღაც მოუგონეს და მოუჭორეს, მისი ციხეში ჩაგდება უნდოდათ. არ უნდოდათ მისი წარმატება, ლამაზი ცოლ-შვილი ჰყავს, კარგი ოჯახი გვაქვს, სპეტაკი. არ დაიჯეროთ არაფერი“ – ამბობენ გეგი ჯაფარიძის მშობლები.

მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი მომხდარს კატეგორიულად გამორიცხავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. პოლიციამ ახლა ის უნდა გაარკვიოს, ვინ გაგზავნა მესტიაში თბილისიდან ნარკოტიკი.

იტვირთბა....