ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დეკანოზ მამალაძეზე ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ელოდებიან დეკანოზ გიორგი მამალაძეზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ იღებს საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას შეწყალების საკითხზე.

„შეწყალებაზე – ჩვენ კი ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით რაიმე ზეწოლის, ზემოქმედების მოხდენა შეგვიძლია. ჩვენ გადავწყვიტეთ და მივმართეთ, დანარჩენი უკვე პოლიტიკურია. ცხადია არ ვიცი, პრეზიდენტი როგორ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ პოლიტიკური ნება უნდა იყოს. რა აყალიბებს ამ პოლიტიკურ ნებას, როგორ ხდება და ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას მე ეს არ ვიცი“– განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება წმინდა სინოდის გამართვის საკითხს, მეუფე ნიკოლოზის თქმით, გადაწყვეტილებას პატრიარქი იღებს.

„სინოდის სხდომის გამართვას რაც შეეხება, ამ გადაწყვეტილებას იღებს პატრიარქი ერთპიროვნულად. წესით თუ იქნებოდა, აქამდე უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

იტვირთბა....