ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში, 86 წლის შემდეგ, პირველად რეკორდული 24 გრადუსი დაფიქსირდა

1936 წლის შემდეგ, ბათუმში 23 დეკემბერს პირველად დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ტემპერატურა – +24 გრადუსი. ანალოგიურ დღეს მსგავსი სითბო 1962 წელსაც იყო, მაგრამ მხოლოდ +20.7 გრადუსი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი, რომელიც ბოლო 2 დღეა ბათუმში ქრის 17-22 მეტრ/წამის ფარგლებში, ხვალ საღამომდე გაგრძელდება. ღამის განმავლობაში ქარის სიჩქარემ შესაძლოა კიდევ უფრო მოიმატოს, ამიტომ იყავით ფრთხილად. აღნიშნული კატეგორიის ქარმა შესაძლოა ხეებს ტოტები მოატეხოს, ასევე სახიფათოა სამშენებლო ობიექტებთან ახლოს მოძრაობაც.

როგორც დღეს, ასევე ხვალ სანაპირო ზოლში შენარჩუნდება უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურა +21, +23 გრადუსი.

იტვირთბა....