ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაპირისპირება ყვარელში – სუსის ყოფილი უფროსი სენაკის მერის ცემაშია ბრალდებული

“ტვ პირველის” ინფორმაციით, 17 დეკემბერს ყვარელში, შატო ბლუალეში სახელისუფლებო წვეულებაზე პატრულის გამოძახება გახდა საჭირო, რადგან ერთმანეთს სამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის უკვე ყოფილი უფროსი მალხაზ ქორია და სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი დაუპირისპირდნენ;

მომხდარი ჩხუბის გამო სამეგრელო ზემო სვანეთის სუსის უკვე ყოფილ უფროსს თანამდებობნიდან წასვლა მოუწია. ამის შესახებ ინფორმაცია “ტვ პირველს” სამეგრელო ზემო სვანეთის სუსის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა.

ფიზიკური დაპირიპირება და საქმის გარჩევა მალხაზ თორიასა და სენაკის მერ ლევან კუპრეიშვილს შორის ყვარელიში შატო ბროლეში მოხდა, თუმკცა სკანდალი ამით არ დასრულებულა. დაპირიპირებაში სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელიაც მონაწილეობდა. რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინცინდენტზე გენინპექციამ მოკვლევა დაიწყო ამ დაპირიპირების შემდეგ მალხაზ თორია თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი მომხდარ დაპირისპირებას ამ დრომდე უცნობია. სუსში და შსს-ში ამ საკითხებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ჩინოსნების გაშველებაში ცხოროწყუს, წალენჯიხის და ფოთის მერები ჩაერთვნენ.

შესაძლოა ინცინდენტის მონაწილეები სუსში დაიბარონ. კახეთში მომხდარი დაპირისპირების გამო წვეულების ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დღეს მთავრობის კანცელარიაშია დაბარებული.

იტვირთბა....