ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დოხტურიშვილი „ნაცმოძრაობის” წევრი იყო და 2012 წლის არჩევნებზე 5-ნომრიან პლაკატს ხელიდან ვერ გააგდებინებდით, დღეს „ოცნების” და კუხიანიძის დამცველია” – ხაბეიშვილი

“გიორგი დოხტურიშვილი მედროვეობის კლასიკური მაგალითია. კაცი, რომელიც იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი 2012 წლის არჩევნების დროს, მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ პლაკატს ხელიდან ვერ გააგდებინებდით ამ ბიჭს 5 ნომრისას და დღეს ის „ქართული ოცნების” „ზონდერი“ და მინი გავრილოვის, კუხიანიძის დამცველია. ახლა წარმოიდგინონ დედაქალაქის მცხოვრებლებმა, როგორი დეპუტატები ჰყავს საკრებულოში თბილისს”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი – ლევან ხაბეიშვილი

შეგახსენებთ, რომ დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა საკრებულოში ლევან ხაბეიშვილსა და მმართველი გუნდის წარმომადგენელს, გიორგი დოხტურიშვილს შორის. ჩხუბის დაწყების მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნა იყო. მისი განცხადებით, სხდომის დაწყება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ერეკლე კუხიანიძე დატოვებდა დარბაზს, რადგან მან შეურაცხყოფა მიაყენა ცხინვალში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.

იტვირთბა....