მექსიკის ქალაქ ხალაპა დე დიასში (შტატი ოაჰაკა), ერთ-ერთ წვეულებაზე კრიმინალურმა დაჯგუფებამ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის იყო ქალაქის მერი არტურო გარსია ველასკესი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი “სოლ დე მეხიკო” ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, კრიმინალური ჯგუფი წვეულებაზე სპეციალურად მივიდა ქალაქის მერის მოსაკლავად. მერთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები.
აღიძრა საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.