მოძრაობა “სირცხვილია”-ს წევრებმა, “ქართული ოცნების” პარტიის ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
ისინი “ფეისბუქის” მიერ ყალბი ანგარიშების აღმოჩენასა და წაშლას ეხმაურებიან. აქტივისტებმა ოფისთან გვირგვინი მიიტანეს წარწერით: “გაუქმებულია გაუქმებულია”.
შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა.