ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

დღეიდან: სიგარეტის ფასი ისევ გაიზარდა – British American Tobacco-ს კორპორატიული დირექტორი ამბობს, რომ ფასი კიდევ გაიზრდება

დღეიდან თამბაქო 20 თეთრით გაძვირდა. როგორც “მეტრონომს” British American Tobacco-ს კორპორატიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ უთხრა, არ არის საუბარი მხოლოდ იმ კომპანიაზე, რომელსაც თავად წარმოადგენს, არამედ გაძვირება ეხება, აბსოლუტურად ყველა კომპანიის მიერ შემოტანილ პროდუქტს.

“დეკემბრის ბოლოს, აქციზი გაიზარდა 52 პროცენტით. აბსოლიტურ გამოხატულებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ კოლოფზე ფასი გაიზარდა მინიმუმ 2 ლარითა და 20 თეთრით. ანუ ჩვენ 2,2 ლარით უნდა აგვეწია ფასი ეგრევე. ეს იყო აბსოლუტურად უგუნური პოლიტიკა აქციზებთან მიმართებაში. ჩვენ თანმიმდევრობით დავიწყეთ ფასების ზრდა, ჯერ 50 თეთღით გავზარდეთ, შემდეგ ისევ 50 თეთრით , შემდეგ 20 თეთრით და ახლა კიდევ 20 თეთრით. ეს არ არის ბოლო, რადგან გაზაფხულიდან ფასები კიდევ მოიმატებს სადღაც 20-30 თეთრით, იმისათვის, რომ დავეწიოთ 2,2 ლარის ნიშნულს.” – განაცხადა სხვიტარიძემ “მეტრონომთან”.

“მეტრონომის” კითხვაზე, კომპანია ე.ი. დღემდე წაგებაზე მუშაობს თუ არა, კორპორატიულმა დირექტორმა გვიპასუხა, რომ კომპანია ნამდვილად წაგებაზე მუშაობს.

“ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანას აქვს თავისი გეგმა სააქციზო პოლიტიკაში. უნდა არსებობდეს წინასწარი გეგმა, თუ როგორ უნდა გაიზარდოს აქციზი. ჩვენთან არ არსებობს ასეთი გეგმა და არავინ იცის რა მოხდება. ბიუჯეტმა ამით დაკარგა 400 მილიონი ლარი მიუღებელი აქციზის სახით”. – განაცხადა სხვიტარიძემ.
მისი თქმით, აქციზის გარდა ლარის კურსსა და ინფლაციასაც გავლენა აქვს, თუმცა აქციზის წილი ძალიან დიდია. 90% არის აქციზის რადიკალური ზრდის წილი, ხოლო დანარჩენი 10% კი – ინფლაციის და ლარის კურსის წვლილია”, – აცხადებს სხვიტარიძე.

იტვირთბა....