“ადამიანის თავისუფლების ინდექსი” 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს. იდნდექსი მოიცავს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, საკანონმდებლო სისტემა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. და ინდექსის მიხედვით საქართველო 41-ე ადგილს იკავებს და უსწრებს რეგიონის სხვა ქვეყნებს.
ისინი თითოეულ ქვეყანაში ადამიანთა თავისუფლებას 0-დან 10 ქულამდე აფასებენ.
შედეგების მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში.
პირველი ათეული ახალმა ზელანდიამ, შვეიცარიამ, ჰონგ-კონგმა, კანადამ, ავსტრალიამ, დანიამ, ლუქსემბურგმა, ფინეთმა, გერმანიამ და ირლანდიამ დაიკავეს.
საქართველოს 10-დან 7.74 ქულა აქვს მინიჭებული.
ინდექსის მიხედვით, პიროვნული თავისუფლების მაჩვენებელი 7.53-ს, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების 7.94-ს შეადგენს.
სხვადასხვა კრიტერიუმს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უსაფრთხოებასა და დაცულობაშია და 9.1-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი არის კანონის უზენაესობაში – 5.4.