ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრეზიდენტმა იცის საპატრიარქოს შიდა განწყობა და ამიტომ არ იწყალებს დეკანოზს” – მამა ანდრია სარია

რატომ არ ითვალისწინებს სალომე ზურაბიშვილი სინოდის რეკომენდაციას, რომელიც მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას გულისხმობს, გაურკვეველია.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ დეკანოზის გათავისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს და მას ამის დიდი იმედი არ აქვს.

მამა ანდრია სარიას მოსაზრებით, პრეზიდენტმა იცის დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს შიდა განწყობა და ამიტომ არ ითვალისწინებს სინოდის შუამდგომლობას.

“არაოფიციალური განწყობა, მანამდე ოფიციალური განწყობა, მამა გიორგისადმი შეწყალების სურვილი იყო 0. შესაბამისად, დღესაც, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს, მე ვფიქრობ მან იცის საპატრიარქოს შიდა დამოკიდებულება მამა გიორგისადმი, რომ მას მიიჩნევენ დამნაშავედ, მას მიიჩნევენ კანონიერად დასჯილად. შესაბამისად, მათი მონდომება არის ძალიან სუსტი. არ აქვთ სურვილი მამა გიორგის შეწყალებისა,”- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი დამნაშავედ პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო.

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა დეკანოზის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტს მიმართა, თუმცა ის ამ დრომდე არ შეუწყალებიათ.

იტვირთბა....