გორში, კომბინატის დასახლებაში “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი 10 წლის გოგონას დაეჯახა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებული ამ დროისთვის რეანიმაციაშია მოთავსებული.
კლინიკა „გორმედის“ ექიმის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.