ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, შუშანაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

ფრანგული მედიის ინფორმაციის, სასამართლომ “ქართველ კრიმინალურ” ავტორიტეტს, კახა შუშანაშვილს („კახა რუსთავსკი“) უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

“კახა რუსთავსკი” სამართალდამცავებმა შეკვეთილ მკვლელობაში სცნო დამნაშავედ, რომლის დროსაც კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი, ვლადიმერ ჯანაშვილი დაიღუპა.

შუშანაშვილს კრიმინალურ საქმიანობაში ადანაშაულებენ ესპანეთშიც. 2016 წელს, მას ესპანეთის სასამართლომ 20 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შუშანაშვილი ამჯერად მარსელის ციხეში იმყოფება. მასთან ერთად კიდევ სამი ქართველი გაასამართლეს, რომელთაგან ორს ექვსი და შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მესამე პირობითი სასჯელით სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

იტვირთბა....