ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შმაქსის” მძღოლები აქციას მართავენ

ვარკეთილში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან “შმაქსის” მძღოლები აქციას მართავენ და 200 ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ.

ჯარიმა, მათივე თქმით, 80-მდე “შმაქსის” მძღოლს ისე დაეკისრათ, რომ ინფორმირებულნი არ ყოფილან, თუ „შმაქსის“ მძღოლობა ჯარიმდებოდა.

“ეს ცვლილება დადგენილებაში შეიტანეს ჩუმად და ნებისმიერი ნიშანი,რომელიც ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ გავს ტაქსის ნიშანს, შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი და ახლა ამ წინასაახალწლოდ დაერივნენ შმაქსისტებს. ვითხოვთ პირველ რიგში მაგ ჯარიმების გაუქმებას და მეორე, ამ რეგულაციების საერთოდ ჩახსნას” – აცხადებს ზურა ჯაფარიძე

როგორც “შმაქსის” მძღოლები აცხადებენ, მათ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღეს.

ამასთან, “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ითხოვს, რომ “შმაქსს” იანვრის ბოლომდე მიეცეს ვადა ტრაფარეტების შესაცვლელად, რომელთა გამოც მძღოლები დაჯარიმდნენ.

იტვირთბა....