“ცოტნე გამსახურდია ხშირად გვეუბნებოდა მეგობრებს, რომ თუკი მოხდება ჩემი ლიკვიდაცია, ეს იქნება ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებითო”
ცოტნე გამსახურდიას მეგობარი, ვატო გელაშვილი
TV პირველი
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ცოტნე გამსახურდია, საკუთარ სახლთან ახლოს დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებული იყო 5 პირი, რომელთაგან 4-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ერთი პირობითად, გაათავისუფლეს. ამჯერად, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, სტაბილურად მძიმეა.