“ოჯახი კმაყოფილია სამედიცინო სერვისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ცოტნე გამსახურდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნომერ პირველი საზრუნავია, თუმცა ცხადია, დავინტერესდი გამოძიების მიმდინარეობით.ზოგადად, პირველი საათები და პირველი დღეები,როცა ასეთი დანაშაული ხდება მნიშვნელოვანია მტკიცებულებების მოსაპოვებლად.რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით კონტაქტზე ოჯახის ადვოკატთან და მზად არის სახალხო დამცველის ოფისი საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს, თუ მისი მხრიდან იქნება განცხადება, რომ არ არის კმაყოფილი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულობით , ან ეფექტურობით”
ნინო ლომჯარია – სახალხო დამცველი
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.