თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ერეკლე კუხიანიძეს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს.
კუხიანიძე, ამის მიუხედავად, საკრებულოს დეპუტატის მანდატის დათმობას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრს, მას შემდეგ, რაც მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები” უწოდა, უმრავლესობის რიგები დაატოვებინეს.