ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამსახურდიას საზღვარგარეთ ტრანსპორტირების საჭიროება არ არის” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ ჟურნალისტებს საავადმყოფოში, სადაც პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია მოინახულა განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ზაზა ბოხუას თქმით, ამ ეტაპზე არანაირი საჭიროება არ დგას იმისა, რომ ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ ტრანსპორტირება მოხდეს.

მისი თქმით, ის კოლეგებს ესაუბრა და ექიმები პაციენტის მდგომარეობის დინამიკას აკვირდებიან.

“ჩემს კოლეგებთან მქონდა შეხვედრა. მინითათბირი შედგა, რომლის მიხედვითაც შეფასდა დღევანდელი მდგომარეობა. მისი მდგომარეობა შეეფარდება ოპერაციის შემდგომ ვითარებას, რაც არის მძიმე. ის იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე, თუმცა იმყოფება სამკურნალო ნარკოზის ქვეშ. აქედან გამომდინარე, მდგომარეობა მძიმედ სტაბილურია, რადგან ოპერაციების მთელი კასკადია გადატანილი.მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, სამედიცინო პერსონალის ოპერატიულ მუშაობას, როგორც სასწრაფოს, ისე უშუალოდ, კლინიკის. მიმდინარეობს სათანადო მკურნალობა”, – განაცხადა ბოხუამ.

მისივე თქმით, ჩატარდა ქირურგიული, ტრავმატოლოგური, ანგელოგიური ოპერაციები. “მთლიანად გუნდი იყო ჩართული, რომელიც დამთავრდა ნეიროქირურგიული ოპერაციით. ამ შემთხვევაში მდგომარეობა ოპერციის შემდგომ სტაბილურია, თუმცა რჩება მძიმე, როგორც შეეფერება ამ ოპერაციების შემდგომ მდგომარეობას”,- განაცხადა ზაზა ბოხუამ.

თუ რა იარაღით აქვს მიყენებული გამსახურდიას ჭრილობები, მინისტრის მოადგილის თქმით, ამას სათანადო ორგანოები იტყვიან.

“ამ წუთას ოპერაციის შეფარდებით მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დღეს დამატებით ჩარევა არ სჭირდება და სათანადო მკურნალობის ქვეშ არის. საკმაოდ დიდი ოპერაციები ჩატარდა. რამდენიმე ოპერაცია მიმდინარობდა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ოპერაციას აქვს სხვადასხვა პერიოდი. ოპერაცია ჩატარდა გულმკერდის არეში, ჩატარდა ნეიროქირურგების ჩარევის მიხედვით”, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი.

იტვირთბა....