ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალციხის მუნიციპალიტეტში 75 წლის ქალმა თვითმკვლელობა სცადა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში 75 წლის ქალმა თვითმკვლელობა სცადა. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ქალი, რომელმაც თავის ჩამოხრჩობა სცადა, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შემთხვევა დღეს, 20 დეკემბერს, დილით მოხდა. ქალი ოჯახის წევრმა იპოვნა და თოკიდან ჩამოხსნა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

იტვირთბა....