“დავახასიათებდი, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ მოსწავლეს – აქტიურს, კომუნიკაბელურს, საკმაოდ მხიარულს. ძალიან მეგობრული იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის კლასელებთან და მასწავლებლებთან. ამ ორ თვეში ისე მოახერხა, რომ ყველა იცნობდა. კლასს ჰიმნი დაუწერა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ჩაწერა იმიტომ, რომ 5 წუთში ზეპირად შეთხზა. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, წინა დღით სკოლაში იყო. მორიგეობაზე რჩებოდა და კედლებს ხეხავდა ხოლმე, ისე უვლიდა სკოლას“
მე-100 სკოლის დირექტორი, თეა კალანდაძე