“ცოტნე რომ ციხიდან გამოვიდა, საიაში მოდიოდა ხშირად. ციხეში მიღებული ტრავმების გამო ვერ ჯდებოდა ვერც მანქანაში, ვერც სკამზე, შეხვედრები ფეხზე დგომით გვქონდა ხოლმე. ეტყობოდა ტკივილები ისევ ტანჯავდა, ცდილობდა არ შემჩნეოდა, არასოდეს წუწუნებდა. ბევრ რამეს გაუძლო, ბევრი გადაიტანა… ამასაც აუცილებლად გადაიტანს”
კახა კოჟორიძე, იურისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. ამჟამად მას ოპერაცია ჩაუტარდა და საოპერაციოდან გამოიყვანეს.