“ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს ცოტნე საოპერაციოდან. როგორც ჩვენ გვეუბნებიან, ოპერაციამ ჩაიარა კარგად. იმედია, არ იქნება გართულებები.
ახლა ყველაზე მთავარია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დამაკმაყოფილებელი”
ანი მიროტაძე, პოლიტიკოსი
TV პირველი, “ღამის ამბები”
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ვერაზე, საკუთარ სახლთან ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. მას გულმკერდის არეში აქვს შემავალი ჭრილობა. გამსახურდია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის კნიკაში გადაიყვანა.
მას უპერაცია უტარდებოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. არსებული ცნობით, ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაშია გადაყვანილი.