მთავარი ციტატა

“შესაძლოა ცოტნე გამსახურდიას დაჭრა მის პოლიტიკურ პოზიციას უკავშირდება”

“მისი მდგომარეობა ამ წამს არის ძალიან მძიმე.
ის დაჭრეს თავის სახლთან, ვერაზე.
ბუნებრივია, გვაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება უკავშირდებოდეს მის პოლიტიკურ პოზიციას.
ის არის ძალიან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი და, ბუნებრივია, ვერ გამოვრიცხავთ პოლიტიკურ კონტექსტს”

გრიგოლ გეგელია, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი

TV პირველი, გადაცემა “რეაქცია”

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ვერაზე, საკუთარ სახლთან ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. მას გულმკერდის არეში აქვს შემავალი ჭრილობა. გამსახურდია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის კნიკაში გადაიყვანა. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება.

იტვირთბა....