“არ გამიკვირდება ნამდვილად, რომ ეს იყოს სიმართლე და საქართველოს ხელისუფლება მალავდეს და ვიგებდეთ რუსეთისგან. თუ ეს სიმართლეა და თუ კულტურის ცენტრი გახსნილია შვეიცარიის სექციაში რუსულ წარმომადგენლობაში, მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე”
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი – დავით ბაქრაძე
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში.
თბილისში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს აღნიშნული ცენტრი უკვე გაიხსნა ზურაბ აბაშიძე უარყოფს.