რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„ჩვენი ინფორმაციით, არანაირი კულტურის ცენტრი არ გახსნილა. შეგიძლიათ გადამოწმოთ შვეიცარიის საელჩოში“, – უთხრა აბაშიძემ “ინტერპრესნიუსს”.
შეგახსენებთ, „სოვა ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის სექციაში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა.