“რატომ აღმოჩნდა ეს ბავშვი საერთოდ საგამოძიებო ორგანოში. კედელზე წარწერის გაკეთება არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, არც იყო გამოძიება დაწყებული. ამიტომ, თავისთავად ფაქტი, მისი პოლიციაში და გამომძიებლების ქვეშ დაკითხვების წარმოება რამდენიმე საათის განმავლობაში, იყო აბსოლუტურად უკანონო”
დამოუკიდებელი დეპუტატი – ეკა ბესელია
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.
პოლიციამ დააკავა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.