“დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან“
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი
აღნიშნული განცხადება მთავრობის მეთაურმა 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძე, რომელიც მე-9 სართულიდან გადმოხტა, ორი დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო სცადა.