ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს

თბილისის საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებით, ის მანდატის დატოვებას არ აპირებს და საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„არ ვაპირებ მანდატის დატოვებას. დიახ, საკრებულოში მუშაობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე გავაგრძელებ. ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ეს მათი გადაწყვეტილებაა და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიაჩნიათ სწორად. ჩათვალეს, რომ ჩემი ქმედება აზიანებს გუნდს და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს“ – განაცხადა კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს მმართველმა გუნდმა უმრავლესობა დაატოვებინა. მისი ე.წ. ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ვაჟა გაფრინდაშვილის, ოჯახის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო.

იტვირთბა....