ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“2017 წელს ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაური გათავისუფლდა” – ვლადიმერ კონსტანტინიდი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, 2017 წელს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გათავისუფლდნენ.

კონსტანტინიდის თქმით, ინფორმაცია, რომ საქართველოს სამმა მოქალაქემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა, ცოტა ხნის წინ მიიღეს.

საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა გათავისუფლებულები საქართველოში რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ.

“ჩვენი მოქალაქეები, სამი მეზღვაური ლიბიის ტერიტორიულ წყლებში 2017 წელს დააკავეს. თავდაპირველად სასამართლომ მათ რამდენიმე ბრალდება წაუყენა, კერძოდ ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების დაკავების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, ავამუშავეთ ყველა დიპლომატიური ბერკეტი“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

იტვირთბა....