ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

პაკისტანის ყოფილ ლიდერს სიკვდილით დასჯა მიესაჯა

სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, პაკისტანის ყოფილ ლიდერს, გენერალ პერვეზ მუშარაფს ისლამაბადში სპეციალურ სასამართლო პროცესზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

მუშარაფი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2001-2008 წლებში იკავებდა. 2007 წელს კი ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით, კონსტიტუცია შეაჩერა. ამ ფაქტს, მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. იმპიჩმენტის საფრთხის გამო მუშარაფმა პოსტი 2008 წელს თავად დატოვა. მან ქვეყანა დატოვა, თუმცა 2013 წელს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. მას ამის უფლება სასამართლომ არ მისცა.

2013 წელს, როდესაც პრემიერმინისტრად ნავაზ შარიფი აირჩიეს, მუსარაფის წინაარმდეგ საქმე აღიძრა.

2016 წელს მუშარაფს მკურნალობისათვის ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს და ამჟამად დუბაიში იმყოფება.

მუშარაფმა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და ბრალდება უარყო.

იტვირთბა....