“ცეკვავენ ვარსკვლავების” ყოფილი ჟიურის წევრი, გოჩა ჩერტკოევი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ტელეკომპანია იმედს” მიმართავს.
“ტვ იმედს” ვუსამძიმრებ “ცეკვავენ ვარსკვლავების” გარდაცვალების გამო, მიწასთან გაასწორეს ჩემი ნამუშევარი, რომელიც საჩუქარი იყო საქართველოს მაყურებლისთვის – აცხადებს ჩერტკოევი.
“ჭკუამკვდარ წლევანდელ “ტვ იმედის” ჯგუფს ვუსამძიმრებ “ცეკვავენ ვარსკვლავების” გარდაცვალების გამო. “იდიოტს”, იმდენად უნიჭოები არიან, რომ გაასწორეს მიწასთან ჩემი 2012 წლიდან ნამუშევარი, რაც ჩემი საჩუქარი იყო საქართველოს მაყურებლისთვის.” – წერს ჩერტკოევი.
შეგახსენებთ, რომ გოჩა ჩერტკოევი 2012 წლიდან პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” ჟიურის წევრი იყო.