ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოზარდს, რომელმაც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა, ოპერაცია ჩაუტარდა

15 წლის მოზარდს, რომელმაც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, თვითმკვლელობა სცადა, ოპერაცია ჩაუტარდა.

მოზარდის ძმა აცხადებს, რომ დაშავებული კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ჩაუტარდა ოპერაცია იმის გამო, რომ თავის ტვინმა დაიწყო შეშუპება, გახსნეს თავის ქალის ორივე მხარე იმისთვის, რომ დეკომპერესია მოეხდინათ, ანუ ადგილი მიეცათ ტვინისთვის, რომ გაფართოებულიყო, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, იმაზე მძიმე დახვდათ მდგომარეობა, ვიდრე ეგონათ. ისინიც მოლოდინში არიან, დრო სჭირდება. უგრძელებენ მედიკამენტურ მკურნალობას, ექიმები ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. იმყოფება მართვით სუნთქვაზე”, – აცხადებს დაშავებულის ძმა.

შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით,  არასრულწლოვანმა ბიჭმა, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა.

ტელეკომპანიის ცნობით, 15 წლის ბიჭს, რომელიც სამი საათის განმავლობაში მარტო ჰყავდათ გამოკეტილი, ხულიგნობის აღიარებას აიძულებდნენ. აღნიშნული დაკითხვის შემდეგ კი, მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოხტა.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პოლიციელებმა არასრულწლოვანს აიძულეს, ეღიარებინა “მწვანე სკოლის” კედლებზე” უხამსი სიტყვების დაწერა და მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

 

იტვირთბა....