ახალი ამბები მთავარი სამართალი

უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება 290 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ბასილაშვილმა ციციპასი დაამარცხა და ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში გავიდა

სუბელიანი: გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი რამდენიმე სხვა პირი პოლიციამ დაიჭირა

გახარია ივანიშვილს: აი ახლა აგვიხსნას უბრალოდ, როგორ აფასებს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება

ჭყონია: საქართველოს მიმართ ინტერესი გაქრა

ბათუმში, დანგრეული კორპუსის მომიჯნავე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი: პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს?