ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

თურქეთი აშშ-ს ინჯირლიკის ბაზის დახურვით ემუქრება

თურქეთმა, შესაძლოა, დახუროს ინჯირლიკის ამერიკული ბაზა, სადაც აშშ-ის ატომური იარაღია განთავსებული – ასე აფრთხილებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებს

ერდოღანის თქმით, ამის მიზეზი აშშ-ის სენატის მიერ თურქეთში სომხების გენოციდის აღიარება და თურქეთისთვის დაწესებული სანქციებია.

“ჩვენთვის თუ აუცილებელი გახდა, ამ ნაბიჯს გადავდგამთ. ცხადია, ამისი უფლებამოსილება გვაქვს… თუ ეს საჭირო გახდება, ჩვენ დავხურავთ ინჯირლიკის ბაზას”, – “როიტერსის” ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ თურქულ ტელეარხ A Haber TV-ს განუცხადა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი მიიღებს სენატის საპასუხო რეზოლუციას, რომლითაც განაცხადებს, რომ აშშ-ში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა ადგილობრივი ხალხის გენოციდი.

იტვირთბა....