ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალიდან, საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

17 დეკემბრიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.

“17 დეკემბრიდან კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

დღეს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

იტვირთბა....