“გამოძიება სერიოზულ საქმეს ეხება და ყურადღებას მივაქცევთ პარლამენტიდან ამ გამოძიებას. როდესაც 7-8 წელია ადამიანი ოპოზიციაშია, ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარი ოპონენტია, ხშირად მისი პარტია ყველაზე აგრესიულ ფორმებს ირჩევს ოპონირების, 7-8 წლის განმავლობაში დევნაზე ვერ ვისაუბრებ. თუ პოლიტიკური დევნა იყო და მისი დაპატიმრება ვინმეს პოლიტიკური ნიშნით სურდა, ამას წინა ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებდა და 7-8 წელი არ დასჭირდებოდა”
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაშია დაბარებული.
ბოკერია მთავარ საგამოძიებო ორგანოში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებითაა დაბარებული.